spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ...

“უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებას მიმართავს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს:

უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!
განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის საყურადღებოდ ვამბობ, რომელიც საკუთარი გულგრილობით თუ პოლიტიკისგან განზე დგომით, ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომს უღვივებს; მათიც, ვინც „ოცნებას“ ხმას „ნაციონალების“ რევანშის შიშით აძლევს – თქვენ ეს ერთხელ უკვე გამოსცადეთ, ნუ შექმნით თქვენივე დათრგუნვის და თქვენზე ძალადობის იარაღს. და აი რატომ: თქვენს მიერ ხმამიცემული ძალის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წლის წინ ამბობდა – კრიმინალთან ბრძოლის დროს თუ ბეწვის ხიდზე არ გაიარე, თავად შენ, ხელისუფალი, გახდები მონსტრიო.

თუ ერთხელ დაუშვი ძალის გადამეტება, მერე თვითკონტროლის სადავეები ხელიდან გეცლება და აღმოაჩენ რომ შენს მსხვერპლთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც არიან და თვალსა და ხელს შუა წაგშლია ზღვარი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორისო.

ჰოდა, მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით თქვენ იყავით ფხიზლად, რადგან„ოცნება“ახლა სწორედ ამ ზღვარს ლახავს და თუ თქვენც არ აღუდექით წინ ამას და იმით დაიმშვიდეთ თავი, რომ დღეს ის თქვენთვის არასასურველ ოპოზიციას აკრძალავს, შეუწყვეტს დაფინანსებას, ხვალ ოპოზიციურ მედიას შეზღუდავს, რომელიც თქვენ შეიძლება დღეს ძალიან გაღიზიანებდეთ, მაგრამ ხვალ თქვენივე დამცავი ერთადერთი ფარი შეიძლება აღმოჩნდეს, მალე მის მსხვერპლთა რიგებს თქვენც შეუერთდებით.

მინდა დაინახოთ, რომ დღეს თქვენს თავისუფლებას ჩვენივე საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი იცავს. როგორც კი მათ გატეხავენ, თქვენთვის მოიცლიან. ამიტომ, განსაკუთრებით მინდა თქვენ გთხოვოთ: ვისაც რევანშის და ტერორის დაბრუნების ეშინია, ვინც ეს თავის თავზე გამოსცადა. შეიძლება არ მოგწონდეთ არსებული ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ნუ დაკეტავთ სივრცეს თავისუფლებისთვის, ნუ წაართმევთ ცვლილებების შანსს ახალ ძალებს, ახალ თაობებს, ნუ შეუწყობთ ხელს საქართველოში შიშის ტერორის დამკვიდრებას.

ისეთ გლობალურ ცვლილებებში შევდივართ, როცა ქვეყანას მართლაც სჭირდება მრავალპარტიული მთავრობა და პარლამენტი იმისათვის, რომ ჯერ გადავრჩეთ და მერე გავძლიერდეთ. მეც თქვენთან ერთად მივეცი ხმა 2012-ში შიშის დასრულებას და ახლაც იმავეს მოგიწოდებთ: ჩვენი, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთზე წაკიდების და გათითოკაცების ხარჯზე, ამჯერად უკვე „ოცნება“ მიექანება შიშის დიქტატურისკენ.

არ მოგწონთ არსებული ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი?! შევქმნათ ახალი, ოღონდ ამ ქვეყანას სიძულვილის, გაუტანლობის, დაუნდობლობისთვის ნუ გავწირავთ, ჩვენს განსხვავებულად მოფიქრალ მეზობელში, თანამშრომელსა თუ უბრალოდ, თანამოქალაქეში მტერს კი ნუ დავინახავთ, არამედ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით გაიზარდა, ჩვენს გვერდით შრომობს და ჩვენთან ერთად ცდილობს გადარჩეს.

როგორადაც არ უნდა გვიჭირდეს ამის დანახვა, ჩვენი ერთი ბედით ვართ დაკავშირებულნი, ამიტომაც არსებული სირთულეებიდან თავის დაღწევა არა – ერთმანეთის ხარჯზე, არამედ მხოლოდ ერთად შეგვიძლია! ვირუსი, შიმშილი და გაჭირვება არ არჩევს „მეოცნებეს“, „ნაციონალს“, „ლელოელს“ თუ „გირჩელს“, მხოლოდ ერთად შევძლებთ – არა გაჭირვებამ, არამედ გამარჯვებამ გაგვაერთიანოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...