spot_img
მთავარისპორტიგარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა

გარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა

არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მოიხსენიება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გატანილი აქვს 34 გოლი.

დიეგო მარადონას მოგებული აქვს FIFA-ს ,,საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის” პრიზიც.

BBC-ის ირფორმაციით, დიდი არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს ლიონელ მესი, რომელიც ინსტაგრამის გვერდზე წერს:
,,ძალიან სამწუხარო დღეა ყველა არგენტინელისა და ფეხბურთელისთის. დაგვტოვა, მაგრამ არ წასულა“, – განაცხადა მესიმ.

ასევე, Twitter-ზე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუმ:
,,დღეს მე ვემშვიდობები მეგობარს, მსოფლიო კი – საუკუნო გენიოსს. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო, უბადლო ჯადოქარი. ის ძალიან მალე წავიდა, დატოვა უსაზღვრო მემკვიდრეობა და შეუვსებელი სიცარიელის განცდა. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ. არასდროს დაგივიწყებთ“, – წერს კრიშტიანუ რონალდუ

შეგახსნებეთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ნოემბრის დასაწყისში თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით მარადონა ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო და ცდილობდა მასზე უარის თქმას.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...