spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვოლსკი: სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას,...

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას

სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, დამაზიანებელია. სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას. ესენი არიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომელთა ცხედრებიც  ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ დატოვებული,- ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი, უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცე3ბდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი,- დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ  სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.

მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, საცხოვრისი, ჯანმრთელობა, ქონება, და ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.  ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“კრიპტოვალუტა აღარ არის მომავლის ეგზოტიკა – ის აწმყოა” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...