კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებავაფრთხილებთ ჩვენს აქტივისტებს, რომ არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც...

ვაფრთხილებთ ჩვენს აქტივისტებს, რომ არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა ბრიფინგი, სადაც განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით მმართველი პარტია შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო. კობახიძე ყურადღების გამახვილებას ითხოვს ოპოზიციის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე:

 „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური, ოპოზიციური პარტიები, უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის თაობაზე ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც. მათ მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ, რომ არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. ამგვარი გაფრთხილებებით, ჩვენ შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ, რამდენიმე შემთხვევაში, მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, კონკრეტულად ისაუბრა ერთ ინციდენტზე, სადაც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს:

დღეს ადგილი ჰქონდა, კიდევ ერთ უმძიმეს პროვოკაციას, როდესაც კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს და თბილისში, მას მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავიანთ აქტივისტებსა და ამომრჩევლებს არ აყვნენ პროვოკაციებს და სამმართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა, ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...