კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროგორ ემზადებოდა მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მხრივ გამოჩნდა ახლა - ისინი აკეთებდნენ  მხოლოდ ფულს...

როგორ ემზადებოდა მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მხრივ გამოჩნდა ახლა – ისინი აკეთებდნენ  მხოლოდ ფულს და მდიდრდებოდნენ ხალხის ხარჯზე – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდმდგომარება დღითიდღე მძიმდება და სავაადმყოფებსა და საკარანტინე სივრცეებში შექმნილ კატასტროფულ ქაოსს, მოუმზადებელ და ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უკავშირებს. მისივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარებაა რეგიონებში, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ და გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერი მოქმედი მთავრობის მიერ გაჟღერებულ მონაცემებს კოვიდინფიცირებულებსა და გარდაცვალების თაობაზე ეჭვის ქვეშ აყენებს:

ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ყოვედღიურად რთულდება მდგომარეობა საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეებში. სრულიად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა და ამას უკვე ვეღარ მალავენ ექიმები და ღიად აფიქსირებენ თავიანთ აზრს. დღეს უკვე კოვიდინფიცირებული სამი ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფული ქაოსია ტესტირებებთან დაკავშირებით. როდის ვამბობდით, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება?! როდის უნდა ეზრუნა მთავრობას ტესტების მარაგებზე, რაც იყო ერთადერთი გზა კორონავირუსის პრევენციულ და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით? და რა ხდება დღეს? ადამიანები ტესტებს ვერ იკეთებენ, პასუხები არეულია, სად იგზავნება ანალიზი არ იციან, სრული ქაოსია ყველაფერში.

აი, ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში? როგორ ემზადებოდნენ ყველაფერი ახლა გამოჩნდა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ ფულს და გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, საერთოდ არ აინტერესებდათ მოქალაქეების არც ჯანმრთელობა, არც გარდაცვალება.

კატასტროფული ციფრებით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ, ვფიქრობ, დამალულია და გასაიდუმლოებულია სამხედრო საიდუმლოსავით, იმის ნაცვლად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია.

მეგობრებო, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კრიზისის მართვა და კორონასთან ბრძოლაში ჩააფლავდნენ.

დღეს, როდესაც ისინი საუბრობდნენ სომხეთსა და აზეირბაიჯანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...