spot_img
მთავარიკანონი და სამართალილაშას მდგომარეობა ნორმალურია, მას ნახეთქი ჭრილობები აქვს, რომლებიც...

ლაშას მდგომარეობა ნორმალურია, მას ნახეთქი ჭრილობები აქვს, რომლებიც მიყენებულია ე.წ. კასტეტით – ზვიად კუპრავა

გუშინ, გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ორი უცნობი პირი თავს დაესხა, იოსებიძის ქუჩაზე და ფიზიკურად გაუსწორდა.

ინციდენტთან დაკავშირებით „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

კუპრავას თქმით, ცუცქირიძის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის ნორმალურია, მას სახეზე და თავზე აქვს ნახეთქი ჭრილობები, რომლებიც არის მიყენებული „კასტეტით“:

მეგობრებო და გულშემატკივრებო, პირველ რიგში გეტყვით, რომ ლაშას მდგომარეობა არის ნორმალური და სტაბილური.
მას სახეზე და თავზე აქვს ნახეთქი ჭრილობები, რომლებიც არის მიყენებული ე.წ. კასტეტით.
უშუალოდ თავდამსხმელები იყვნენ ორნი, რომლებსაც ეკეთა პირბადე და ეხურათ კეპი. თუმცა, თავდასხმის შემდეგ გაქცევის დროს ერთ-ერთს მოსძვრა პირბადე და ქუდი, შესაბამისად მისი იდენტიფიცირება კამერების მეშვეობით არის ძალიან მარტივი. მითუმეტეს, რომ შემთხვევა მოხდა იოსებიძეზე, მერიის მიმდებარედ და თავდამსხმემელებიც იოსებიძის ქუჩიდან მერიის მიმართულებით გაიქცნენ, სადაც უამრავი კამერაა. ასევე, პოლიციის მიერ ამოღებულ პირბადეზე და ქუდზე გამორიცხულია არ იყოს თავდამსხმელის მიკრონაწილაკები და დეენემი. სურვილის შემთხვევაში გამოძიებისთვის 48 საათი სრულიად საკმარისია საქმის გასახსნელად და ზონდერ ჯგუფის გამოსავლენად.

ლაშა მალე გამოვა კლინიკიდან და იქნება ძალიან კარგად, მაგრამ თქვენ სად დაიმალებით ნაბიჭვარო ზონდერებო და დამკვეთებო. ნამდვილად მალე მოვა თქვენი დრო, უკლებლივ ყველა მიეცემით პასუხისგებაში კანონის სრული სიმკაცრით. ვეღარ გიშველით თქვენი ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკი,“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზვიად კუპრავა.

სოცალური ქსელის მეშვეობით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე” ინფორმაციას ავრცელებს დაზარალებული ლაშა ცუცქირიძეც და აცხადებს, რომ მომხდარი არავის  შერჩება და კანონის წინაშე აგებენ პასხუს აქვე აღნიშნავს, რომ ამ საქცელით მასში „მხეცი“ გააღვიძეს:

სისხლიანი ქრონიკა გრძელდება!

დღეს მე გავხდი კიდევ ერთი მსხვერპლი ამ ხელისუფლების, სახლში მიმავალს მეუღლესთან და დასთან ერთად, თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ!

არ შეგარჩენთ და პასუხს კანონის წინაშე აგებთ და არა ისე მზაკვრული, ლაჩრული ხერხით, საცოდავები ხართ და მეცოდებით! შეშინება გინდოდათ??? ხოდა მხეცი გააღვიძეთ ჩემში!!!
ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე! ძალა ჩვენს ერთობაშია მეგობრებო!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ცუცქირიძე.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...