spot_img
მთავარიექსკლუზივიგიორგი გახარიას უნდა ეყოს გამბედაობა და დათანხმდეს გიორგი...

გიორგი გახარიას უნდა ეყოს გამბედაობა და დათანხმდეს გიორგი ვაშაძესთან დებატებს – ნოდარ ხარშილაძე

გიორგი ვაშაძის მიერ მთავრობის ხელმძღვანელის დებატებში გამოწვევას შეფასებას აძლევენ ექსპეტრები. საკითხთან მიმართებაში პოზიციის დასაფიქსირებლად საინფორმაციო სააგენტო „პარალელი“ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს ნოდარ ხარშილაძეს დაუკავშირდა. ექსპერტმა, ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, განაცხადა, რომ მიესალმება გიორგი ვაშაძის ამ შეთავაზებას, თუმცა ფიქრობს, რომ გიორგი გახარია არ დათანხმდება დებატებს:

დებატები მიღებული პრაქტიკაა ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ, ჩემი აზრით, გიორგი გახარიას უნდა ეყოს გამბედაობა და დათანხმდეს ამ დებატებს. ეს მიღებული ცივილური ფორმაა, როგორიცაა განვითარებულ ქვეყნებში და გამომდინარე იქედან, რომ მას აქვს იმიჯი, არის მყარი და მაგარი მენეჯერი, ვნახოთ რას გვეტყვის. ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ მითია გახარიას რაღაც მენეჯერობა, სინამდვილეში ქვეყანაში ყველაფერი არის ცუდად, კოვიდი გაგვეცა, ეკონომიკა ჩამოქცეულია, ხალხი გაჭირვებულია და ჩემი აზრით ამაზე დებატებს აქვს აზრი. მე მივესალმები ასეთ გამოწვევას,” – აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე.

დებატებში სხვა პრემიერობის კანდიდატის ჩართვასთან დაკავშირებით ექსპერტს მიაჩნია, რომ არავინაა შეზღუდული ამ მხრივ და ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს, მაგრამ დებატები აუცილებლად უნდა შედგეს:

სხვადასხვა პარტიების კანდიდატებმა ნება უნდა გამოხატონ ამგვარ დებატებში ჩართვაზე, თუმცა, ზოგ პარტიას საერთოდ არ ჰყავს ასეთი პრემიერობის კანდიდატი – ეს ერთი. მეორე – ეს არის ინიციატივა და სხვებიც თუ შეუერთდებიან და გაერთიანებული გამოწვევა იქნება, არაა ცუდი.

ჩემი აზრით ძალიან სწორი განცხადებაა, რომ გამოიწვიო დებატებში პრემიერი და პასუხი მოსთხოვო მას იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს აშკარადაა ქვეყანაში. ეს ყველაფერი ფაქტებია, რაც ჩამოთვალა გიორგი ვაშაძემ თავის გამოსვლაში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სხვა პოლიტიკური პარტიებიც, ამ ინიციატივას უნდა შეუერთდნენ, ვისაც სურვილი ექნებათ, მაგრამ ეს დებატები უნდა შედგეს აუცილებლად.

თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ გახარია ჩაერთოს ამ დებატებში, რადგანაც მას შეუძლია მხოლოდ სუსტებთან იყოს ძალიან მაგარი, როცა სიძლიერეს ხედავს, როგორც წესი, უკან იხევს და ჩემი აზრით, ახლაც უკან დაიხევს,” – მიაჩნია ექსპერტს.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გიორგი ვაშაძე ძლიერი კანდიდატია, ანალიტიკოსი პასუხობს:

ყველაზე აქტიურია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ესეც ფაქტია, მისი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, აქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა და ეს, რა თქმა უნდა, სიძლიერის ნიშანია,” – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

 

ცნობისათვის: გუშინ, პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, ქვეყანაში არსებული პრობლემების განსახილველად დებატებში გამოიწვია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

“ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!” – გიორგი ვაშაძე

ავტორი
ნინო ცინცაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...