spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისში მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი დაარსდა

ქუთაისში მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი დაარსდა

ქუთაისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის იმერეთის ორგანიზაცია დაარსდა. სემინარზე შეკრებილ მედიკოსებს პროფკავშირების საქმიანობა და ის საკანონმდებლო ბაზა გააცნეს, რაც მათ დამსაქმებელთან ურთიერთობას არეგულირებს.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, შრომითი უფლებების სხვადასხვა ტიპის დარღვევის შემთხვევები არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მედიკოსებმა დამსაქმებელთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებები იცოდნენ. გარდა ამისა, ორგანიზაციის შექმნის მიზანი ექიმების გაცვლით პროგრამებსა თუ სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ სემინარებში ჩართვით მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაა.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმერეთის რეგიონში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების დონის ამაღლება. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მედიკოსებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების შესახებ. თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ დამსაქმებელთან, რა უფლებები აქვთ შვებულებებთან, ხელფასებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ზოგიერთ ორგანიზაციაში არის ხელფასების დაგვიანებისა თუ უმიზეზო გათავისუფლებების შემთხვევები, სწორედ ასეთ სიტუაციებში იმუშავებს პროფესიული გაერთანება,“ – განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრას დასავლეთ საქართველოს სამი სამედიცინო დაწესებულების მედიკოსები ესწრებოდნენ.

ზოგადად, მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე წევრს აერთიანებს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...