spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაბათუმის სასტუმროს მე-4 სართულიდან ადამიანი გადახტა, რომელიც კარანტინში...

ბათუმის სასტუმროს მე-4 სართულიდან ადამიანი გადახტა, რომელიც კარანტინში იყო მოთავსებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის სასტუმროში, ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირი მე-4 სართულიდან გადმოხტა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირი სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა და სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. მეორე დღეს კი არაადეკვატური და აგრესიული ქცევის შემდეგ სასტუმროს ტერიტორიაზე გადახტა. ამ ეტაპზე იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება:

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...