პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციამმართველი გუნდის შეფასებები აგვისტოს ომიდან მე-12 წელს

მმართველი გუნდის შეფასებები აგვისტოს ომიდან მე-12 წელს

აგვისტოს 5 დღიანი ომიდან მე-12 წელს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ ჯარისკაცებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა წელსაც გააკეთეს განცხადებები და ისაუბრეს მოვლენებზე, რომელიც 12 წლის წინ საქართველოში განვითარდა. გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოში რუსეთის ჯარი, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის მეთაურობით შემოიჭრა და ამ ხელმძღვანელებს შორის იყო ვლადიმერ პუტინიც:

უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს, გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს დღეს არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა.

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე.

ხალხნო, 8 აგვისტოს მაინც ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმაშტაბიანი აგრესია განახორციელეს. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის ვლადიმერ პუტინის,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც პასუხისმგებლობა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს დააკისრა:

ჩვენი ქვეყნისთვის საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალება, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ.

ომი საქართველომ დაიწყოო არავის უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება ქვეყნისთვის აერიდებინათ,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მე-12 წელს გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც რუსული ოკუპაცია და აგრესია მიხეილ სააკაშვილს დააბრალა, ხოლო “მთავარ არხს” და “ფორმულას” პუტინისტები უწოდა:

რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიტოვა ომში.

მე პუტინისტები ვუწოდე “მთავარ არხს” და “ფორმულას” იმიტომ, რომ თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირებს.

დღევანდელი დღე უაღრესად ტრაგიკულია. ამავე დროს, ეს ამ ქვეყნისთვის იმედის დღეა. გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალაა, რეალურად, დღეს თუ ვდგავართ, მათზე ვდგავართ ისევე, როგორც მთელი საუკუნეების მანძილზე საქართველო იდგა იმ ადამიანების ძალაზე, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის ჩვენი ბედი მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანია ის გამოხმაურებები, რაც დღეს და გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო. მათ არ ავიწყდებათ ის, რაც მოხდა და არ ეგუებიან ისევე, როგორც არ ვეგუებით ჩვენ. წინ წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვუხრით,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკური შეფასებებისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...