პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუგიორგი ვაშაძე დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ლიდერად და...

გიორგი ვაშაძე დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ლიდერად და იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს – თენგიზ ფხალაძე

ბოლო პერიოდში აქტუალური საკითხი, რომელმაც საზოგადოების ნაწილსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის განხილვები გამოიწვია – არის ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, ცალკე პარტიად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო „პარალელმა“ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან ისაუბრა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ახალი პოლიტიკური გაერთიანებისა, „სტრატეგია აღმაშენებელს” და ვაშაძეს მზარდი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, გარდა ამისა, არსებობს ზეპარტიული ამოცანები, „სტრატეგია აღმაშენებელს“ კი აქვს იმის პოტენციალი, რომ ისაუბროს არა პარტიულ, არამედ ზეპარტიულ ამოცანებზე და თუ ამას მოახერხებს, ეს გაერთიანება სერიოზული გამოწვევა იქნება:

გიორგი ვაშაძე დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ლიდერად და იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს და საერთოდ არ მიმაჩნია სიურპრიზად ან გასაკვირად, რომ მან გადაწყვიტა, თავისი ხაზით გაეგრძელებინა არჩევნებში მონაწილეობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისთვის იმიტომ, რომ დღეს, პოლიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს არა ორპოლუსიანი, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა, რაც უზრუნველყოფს მათ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მისვლას არჩევნებზე. ეს პოლიტიკური მრავალფეროვნება, შეიძლება ითქვას, ევროპული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და ამის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვფიქრობ, რომ ზოგადად პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს.

გიორგი ვაშაძეს აქვს იმის პოტენციალი, რომ მან რაღაც ახალი შესთავაზოს ამომრჩეველს, რადგან მისი სახელი დაკავშირებულია რეფორმებთან, ინოვაციებთან და მას აქვს ის მიღწევები, რითიც შეუძლია, იამაყოს.

კონკურენცია იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველი ის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთგვარ ბრენდად ჩამოყალიბდა და ის ძალიან საინტერესო ხედვებს აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ვთვლი, რომ ამომრჩევლის ნაწილისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ამავდროულად, ჩვენ უკვე ვიხილეთ, გარკვეულად ახალი სახეებიც პოლიტიკაში, მაგალითად: სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, და სხვები, რომლებიც თავიანთ სფეროში საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, სფეროს ექსპერტები არიან და თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სახეები პარტიის კონკურენტუნარიანობას სერიოზულად ზრდის.

ეს არის ახალი პოლიტიკური გაერთიანება. თავად ვაშაძემ გვაჩვენა, რომ როგორც პოლიტიკოსი, მას მზარდი პოლიტიკური რეიტინგი აქვს. ძალიან ახალგაზრდაა ეს გაერთიანება, ბევრი რამ კიდევ წინ არის. მომავალში, ალბათ, წარმოადგენენ კიდეც პოლიტიკურ პროგრამასაც. მათ აქვთ იმის პოტენციალი, მოიპოვონ საკმაოდ დიდი ნდობა, ინტერესი და მხარდაჭერა ამომრჩევლის, განსაკუთრებით იმ გადაუწყვეტელ ამომრჩევლის, რომელსაც ეს ორპოლუსიანი პარადიგმა არ მოსწონს და თავისთავად ცხადია, რომ კონკურენტუნარიანობა კიდევ გაიზრდება,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება აპირებს თუ არა თენგიზ ფხალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში ჩართვას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყოველთვის მზად არის ქვეყნისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის ითანამშრომლოს დამოუკიდებელ ექსპერტად, რადგან არსებობს ზეპარტიული ამოცანები, რომელიც პარტიულზე მაღლა დგას.

მე დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ და დამოუკიდებელ ექსპერტად ვრჩები, თუმცა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხთან, რომელიც აქტუალურია ქვეყნისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის ყველამ უნდა ითანამშრომლოს, რადგან არსებობს ზეპარტიული ამოცანები. „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ მან ისაუბროს არა პარტიულ, არამედ ზეპარტიულ ამოცანებზე და თუ ამას მოახერხებს ეს გაერთიანება სერიოზული გამოწვევაა და მისი წონა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ სააგენტო „პარალელთან” ინტერვიუში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...