ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიპროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

– პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

– ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

– სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

– ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

სამწლიანი ფაზა ასევე მიზნად ისახავს:

– არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას;

– პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით;

– გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას;

– პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას;

– პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

– რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

– გარდა ამისა, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...