spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველო კორონავირუსის გავრცელების ახალ ეტაპზეა? - ეპიდემიოლოგების შეფასებები...

საქართველო კორონავირუსის გავრცელების ახალ ეტაპზეა? – ეპიდემიოლოგების შეფასებები დაავადებათა შემთხვევების მატების შემდეგ

21 ივლისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 არის იმპორტირებული შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა არის ადგილობრივ ინფიცირებულთა კონტაქტები, 10 პაციენტს ვირუსი დაუდგინდა გარდაბანში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, 2 შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა:

ჩვენ ეხლა ე.წ. გარდაბნის რაიონის კლასტერი გვაქვს, საკმაოდ დიდი 4 სოფელია. მათში მცხოვრებთა რაოდენობა, როგორც ბატონმა ამირანმა მოგახსენათ, 7 000-ზე მეტი მოსახლეა. აქედან გამომდინარე, ეს მატება შემთხვევების ალბათ მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ გაჩნდა ახალი წყარო კოვიდ-19-თან მიმართებაში. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა შეასრულებს, მე, თქვენ და ყველანი, არა მგონია, რომ გასცილდეს ამ ახალ კლასტერს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

შემთხვევების მნიშვნელოვანმა მატებამ ეპიდემიოლოგების შეშფოთება გამოიწვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 ივლისს ტესტირებისთვის რეგიონში ჩასულმა 6-მა ბრიგადამ მხოლოდ 350 ნიმუშის აღება შეძლო მაშინ, როდესაც 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ტესტია:

არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცემა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში. მაშინ ერთადერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის სოფლების, ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე ვთხოვთ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სააკორდინაციო საბჭომ იმსჯელა მარნეულის 3 სოფლის ჩაკეტვაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს და მხოლოდ ბაზრობებზე და ბაზრებში კონტროლი გაამკაცრეს.

ასევე, დღეის მონაცემებით საქართველოში ვირუსით ინფიცირების – 1073 შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა – 907

გარდაიცვალა – 16 პაციენტი

კარანტინის რეჟიმშია – 5724 ადამიანი

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 247

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა – 41

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...