პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებისომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა

სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის კონფლიქტი გვიან ღამით კვლავ გაგრძელდა. აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მალავს, თუმცა ცნობილია აზერბაიჯანული მხარის დანაკარგი. გვიან ღამით ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მათივე თქმით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის მიმართულებით, სოფელ აღდამთან ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს და კატეგორიულად უარყოფს.

მეზობელ სახელწიფოებს შორის კონფლიქტს გამოეხმაურა თურქეთიც. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანკარა შეიარაღებულ კოფლიქტში სომხეთს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. შეტაკებების მეორე ეტაპზე ცნობილია, რომ აზერბაიჯანს 3 გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

სომხეთი კი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ დანაკარგი არ აქვთ, რასაც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანი და მეზობელ ქვეყანას ტყუილში ადანაშაულებს.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...