spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიდღეიდან ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, რომ ყველა დამნაშავე...

დღეიდან ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს პასუხისგებაში დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გამო – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციას გვამცნობს და აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინი გიორგის გარდაცვალების ვერსიაზე გამართლდა, რის გამოც ოჯახი დამნაშავეების დასჯას კატეგორიულად მოითხოვს:

ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი ძალიან დიდხანს ელოდა, რადგან სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, თუ რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

ექსპერტიზის ამ დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ მდინარე არაგვში გადააგდეს. დაახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში. ეს უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ქონდა ადგილი, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება.

შეუძლებელია, რომ ის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი, ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილის ან წაქცევის დროს მიადგეს. ეს არის წარმოუდგენელი.

დღეიდან ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით.

ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის მკვლელობისთვის,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...