პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაძალიან გინდათ გიორგი შაქარაშვილის საქმე მიჩქმალოთ და მედია...

ძალიან გინდათ გიორგი შაქარაშვილის საქმე მიჩქმალოთ და მედია გიშლით ნერვებს – ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია შსს-ს უპირისპირდება და გიორგი შაქარაშვილის საქმის მიჩქმალვას ედავება. მისივე განცხადებით, ჟურნალისტური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა, არის ლეგიტიმური იმის ფონზე, რომ პოლიციის გამოძიება არადამაჯერებელია და ერთადერთ საგამოძიებო ბერკეტად, ასპარეზზე მხოლოდ მედიაა. ტელეწამყვანი მზაობას გამოთქვამს, რომ ჟურნალისტური ექსპერიმენტის საქმეზე სასამართლოში იდავოს:

,,მივმართავ პოლიციის სამინისტროს, იმის პასუხად, რა თავდასხმაც მოაწყო ჩვენს ტელევიზიაზე ქალბატონმა გიორგობიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვამუნათებს, 112-ს რომ იძახებდით ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ექსპერიმენტისთვის, ეგებ ამ დროს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და მოგვაცდინეთ ამ ცრუ შეტყობინებითო და ის ავიწყდებათ, 19 ივნისის ღამეს, 112-ში რომ დაირეკა, სასწრაფო გვჭირდება, პოლიცია გვჭირდება, დახმარება გვჭირდება, ხელკეტებით ხალხს სცემენო, პოლიციამ საჭიროდაც რომ არ ჩათვალა გაერკვია, რა მოხდა ადგილზე. სწორედ ამიტომ ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვიკვლევთ, ვსწავლობთ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებს, რომ თავად პოლიციის გამოძიებაა არადამაჯერებელი, რასაც საქმის აღძვრიდან 14 დღის მერე, მათთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი ადასტურებს.

ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს, რომ არ ასრულებს ამ თემის დეტალების გასაჯაროებას და ახლა ჩვენ გვესხმით თავს. ახლა კი მე მომისმინეთ, ქალბატონო და ბატონო შსსებო, იმ დროს, როცა პოლიციამ, გამოძახების მიუხედავად, არ იმოქმედა და არ გაარკვია, რა ხდებოდა ტრაგედიის ადგილას, აი მაშინ ნამდვილად სჭირდებოდათ დახმარება პატარა ბიჭებს და ყველაზე მეტად, გიორგი შაქარაშვილს. აი მაგ დროს უნდა გაგხსენებოდათ ,,კს“ რაზეც ჩვენ გვედავებით!!!! გვაგებინეთ აბა პასუხი ამ ექსპერიმენტის გამო. მზად ვარ, პირადად გედავოთ სასამართლოში ამ თემაზე, თუ მოგინდებათ, ველი თქვენს სამართლებრივ რეაგირებას, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტის გამო. ი. გრიგოლია,” – წერს ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, თამთა დოლენჯაშვილმა 112–ში შაქარაშვილის საქმეზე, ექსპერიმენტის გამო ცრუ შეტყობინება გააკეთა, რაზეც განაცხადა, რომ ექსპერიმენტის მიზნით განახორციელა აღნიშნული. უწყების ცნობით, შეტყობინება 112–ში ჩხუბთან დაკავშირებით შევიდა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...