spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპროკურატურა იძიებს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომელიც ''ქართული ოცნების''...

პროკურატურა იძიებს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომელიც ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესშია – ირმა ნადირაშვილი

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა დღეს საქართელოს პროკურატურის ნაკლოვანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს და იძიებს მხოლოდ იმ საქმეებს, რომელიც ხელისუფლებას აწყობს:

საქართველოში არ არსებობს ნდობა პროკურატურის მიმართ, რადგანაც საზოგადოებაში არის აღქმა, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური იარაღი “ქართული ოცნების” ხელში. პროკურატურა იძიებს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესშია და თაროზე დებს ყველა იმ საქმეს, რომელიც მათ პოლიტიკურად არ აწყობთ.

ამის ბევრი მაგალითი არსებობს – მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის საქმე, სარალიძის საქმე, რომელთა გამოძიებასაც დიდი საზოგადოებრივი ზეწოლა და საგამოძიებო კომისიის ჩართულობა დასჭირდა. შესაბამისად არ არსებობს ნდობა პროკურატურის მიმართ იმიტომ, რომ საქმეების შემოწყობა თაროზე საჭიროების მიხედვით ხდება, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...