spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ქართული ოცნება" აბიტურიენტებს ერთ წელიწადს სადისტურად აკარგვინებს -...

“ქართული ოცნება” აბიტურიენტებს ერთ წელიწადს სადისტურად აკარგვინებს – დიმიტრი შაშკინი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია გააგრძელებს 2012 წელს წამოწყებულ განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროისა და ადგილის არჩევის და შეცდომების გამოსწორების საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, ეროვნული გამოცდები წელიწადში სამჯერ ჩატარდება.

დიმიტრი შაშკინი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, რომ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, დაინიშნოს ალტერნატიული გამოცდის თარიღები:

საქართველოში დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ უკვე რამდენიმე ბავშვი არ დაუშვეს საგამოცდო ცენტრებში, ტემპერატურის გამო. ეს პროცესი გაგრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში და სავარაუდოდ, ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი ბავშვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. „ქართული ოცნება“ სადისტურად აკარგვინებს ამ ბავშვებს ერთ წელიწადს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ, სასწრაფოდ, გამოაცხადოს ალტერნატიული თარიღები ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნება დაშვებული გამოცდებზე.

ამ გადაწყვეტილების მიღება არის განათლების სამინისტროს მოვალეობა და ეს არის მარტივი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ალტერნატიული თარიღების დაწესება არის შესაძლებელი აგვისტოში და ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ, სასწრაფოდ, მიიღოს ეს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ეს სადისტური მიდგომა აბიტურიენტების მიმართ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება მოსახლეობას, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდება განათლების სისტემაში, ეს იქნება საგამოცდო სისტემის რეფორმირება და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მისცემს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წელიწადში სამჯერ ჩაბარების შესაძლებლობას. ეს არის იმ რეფორმის გაგრძელება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2012 წელს და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა. ამ რეფორმის თანახმად, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოასწორონ გამოცდის შედეგი და ასევე გამოცდის ჩაბარების ადგილი და დრო თვითონვე აირჩიონ,“ – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...