სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოამაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან გააცილეს

მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან გააცილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს ექვსი მაშველი ძაღლი გამოეთიშა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ “facebook” გვერდზე ვრცელდება:

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი. მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ბელა, 12 წლის გერმანული ნაგაზი

მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში. მათ შორის, ბელა მუშაობდა 2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” სტუდიის ნგრევის მომენტში შენობაში სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. ბელა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

 

ფანი, 12 წლის ლაბრადორი

მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში. მათ შორის, ფანი, ბელასთან ერთად, მუშაობდა 2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” სტუდიის ნგრევის მომენტში შენობაში სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. ბელა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ასევე, ჩართული იყო 2010 წელს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ საძიებო-სამაშველო სამუშაოებში. საამქროს შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში რამდენიმე მუშა იყო მოყოლილი. ფანი ეხმარებოდა მაშველებს დაშავებულებულების და გარდაცვლილის დროულად აღმოჩენის მიმართულებით.

 

ბინგო, 9 წლის ლაბრადორი

რეი, 9 წლის ლაბრადორი

ჯესი 10 წლის ბელგიური ნაგაზი

სალი 9 წლის ლაბრადორი

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ...

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...