spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკადიროვის განცხადება მუქარის შემცველია გიორგი გაბუნიასთან და ზოგადად...

კადიროვის განცხადება მუქარის შემცველია გიორგი გაბუნიასთან და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში – გიორგი ვაშაძე

კადიროვის განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ დანაშაულებრივია იმის თქმა, რომ პროვოკაციაა ეს ყველაფერი, როდესაც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, რადგან დასავლეთს მსგავს საკითხებზე აქვს დიდი გამოცდილება.

კადიროვის გუშინდელი განცხადება მუქარის შემცველია გიორგი გაბუნიასთან და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ წყალ-წყალა განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იყოს ჰიპერაქტიური საკითხი, რომ, ჩვენ, მეგობარი ქვეყნები ჩავაყენოთ საქმის კურსში.

რადგანაც დასავლეთს აქვს გამოცდილება მსგავს შემთხვევებში, მაგალითად სკრიპალების საქმე და სხვა ასეთი ტიპის საქმეები, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა, რომ ავირიდოთ თავიდან ის აგრესიული ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მისი ოფიციალური წარმომადგენლის ბატონი კადიროვის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ არ შეიძლება ამ თემის ჩაკეტვა ქვეყანაში.

დანაშაულებრივია განცხადება, როდესაც საუბრობენ, რომ ვინმე პროვოკაციას გეგმავდა. მაგალითად, პრეზიდენტის განცხადება აბსურდია, იგივე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს პროვოკაციაზე. რა პროვოკაცია, – ტერაქტი იგეგმებოდა ქვეყანაში!

ეს არის პროვოკაცია?! – ეს არის ტერორისტული აქტი და გახარია, რომელიც ემალება ამ საკითხს. მე მშიშარა პრემიერ-მინისტრი არაფერში მჭირდება, გამოდი თუ ვაჟკაცი ხარ, აიღე პასუხისმგებლობა შენს თავზე და ისაუბრე ამ საკითხებზე. ნუ ემალებიან ამ პროცესს და მთავარია, რომ მოხდეს საერთაშორისო ასპარეზზე ამის გატანა.

ნატოში ამერიკის ელჩმა უკვე გააკეთა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმი იყოს ამოქმედებული,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...