spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოცნებისტების მთავრობის საქმიანობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს...

ოცნებისტების მთავრობის საქმიანობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს – გრიგოლ ვაშაძე

ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ გვიწევს. ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა რუსეთის სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა,“ – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს გამოეხმურა და ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა.

გუშინ საღამოს ტელეკომპანი „მთავარი“-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ვინმე ვასამბეგ ბოკოვი, გეგმავდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას.

შესაბამისი უწყებები კი სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოპოზიციის დევნით და მიყურადებით არიან დაკავებული და უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია.

კარგად გვახსოვს, როგორ გამოუშვეს ციხიდან ახმედ ჩატაევი, როგორ შემოუშვეს საქართველოში, როგორ აცხოვრეს თბილისის ცენტრში, როგორ დააწყებინეს საომარი მოქმედებები, რასაც ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესანიშნავად გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ როგორ დააკავეს ბათუმის ცენტრში თურქული დაჯგუფება, რომელსაც იზმირის მერის ლიკვიდაცია ედებოდა ბრალად. “ოცნებისტების” მთავრობის საქმიანობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

დღეს, სოლიდარობას ვუცხადებთ „მთავარს“, ბატონ გაბუნიას და ყველა თავისუფლებისმოყვარე ჟუნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გამოიძიონ ეს დანაშაული. საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია კი გასაჯაროვდეს, რადგან გამოძიებისადმი ნდობა არის ძალიან დაბალი და საჯაროობა აუცილებელია,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სუსის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...