spot_img
მთავარიარჩევნები"ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის!"...

“ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ოპოზიციას გაერთიანებისა და ერთოანი საარჩევნო სიის ფორმირებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და გააერთიანოს მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში:

მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია.

გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს.

ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას.

ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება.

მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის…

მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში – ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა!

ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.
გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია… ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება… საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება!

ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის!

მე მზად ვარ განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...