spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე და მძიმე შეფასებებს აკეთებს:

ზაქარია ჭიჭინაძეს უწერია, ილიასთან მივედით ეკლესიის ავტოკეფალიაზე სალაპარაკოდ და მწარე ენის მქონემ ვერ მოითმინა, ირონიით გვითხრა – თქვენი კეფალიისა მე არაფერი გამეგებაო…

ვახშმობას აპირებდნენ და ეს ხუმრობაც ალბათ აქედან… კეფალი-კეფალია…

რას არ ეცადნენ ჯერ იოსებ სტალინი, მერე კი სხვებიც, ჩვენი დროის რელიგიო-პოპულისტები, რომ ეს ჯიუტი და სარკასტული კახელი კაცი “მიეთვისებინათ”, მაგრამ მაინც ვერაფერი გამოუვიდათ საბოლოოდ: ილია იმად დარჩა, რაც არის – ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღვად სიტყვებად არ გვიქცევიაო, სულ პატარა ბიჭი რომ უწერდა გარუსებულ ბობოლა-მამებს…

1937 წელს, ასი წლისთავი რომ აღუნიშნა სტალინმა (მიზეზებზე აქ არ დავწერ), სცენაზე სამი დიდი პორტრეტი ეკიდა თურმე: სტალინის, ბერიასი და ილიასი… ზოგან წერია, მეოთხეც იყო: ნიკოლაი ეჟოვისო. ეჟოვი და ილია… რა კარგად მოუგონა ჯუღაშვილმა! ჯერ ეჟოვი გაქრა, მერე თვითონაც, ბოლოს კი ლავრენტიც…

ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…

ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველი მრისხანე და შეურიგებელია – ელია წინასწარმეტყველივით… ილიაც ასეთია, მაშინაც რომ პრობლემა იყო სხვადასხვა ფორმაციის ტერორისტისთვის და ახლაც რომ პრობლემად რჩება.

ტყუილია, რომ თითქოს მკვლელობის წინ უთქვამს, ილია ვარო… საბჭოთა რომანტიკული მითია უფხო ინტელიგენტზე. არაფერი მსგავსი. რამის თქმა თუ მოასწრო, მხოლოდ ამის: “მიდი, გარეკე… ” მაგრამ მეეტლე თედო ლაბაური მკვლელების აგენტი იყო და ადგილიდან არ დაძრულა. ილიას პისტოლეტი ედო და სავარაუდოდ სროლაც მოასწრო. ამბობენ, სწორედ მისი დაჭრილია გიგლა ბერბიჭაშვილი. ზურგიდან კი ილიკო იმერლიშვილმა ესროლა – სასიკვდილო ტყვიით, ქილერმა, წითელრაზმელმა. ესენი, ყველანი, წითელრაზმელები იყვნენ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ბოლშევიკური ფრთიდან… ამ ჯგუფებს კი კობა ჯუღაშვილი მართავდა და კონტაქტი ჰქონდა. თბილისში ილიკო იმერლიშვილიც უნახავს. ორმოციან წლებში ფილიპე მახარაძეს აჰკიდეს ილიას მკვლელობის ერთმნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რადგან მახარაძე უკვე დიდი ხნის “მტერი” იყო, უკლონისტობის დროინდელი… ორჯონიკიძემ 1937 წელს მოიკლა თავი და ბარემ ის გახდა “ვინმე იმერელიც” (გეგონება, სხვა ცოდვები არ ეყოფოდა). სტალინურ პროპაგანდას იმეორებდნენ ეროვნული მოძრაობის დროს და ახლაც. არადა მკვლელი თუ არა, მკვლელებთან ახლოს ყველაზე მეტად ჩვენი “მთიელი” იდგა, “ჩვენი ჯაყო”.

ეს ამბავი ცხადია არ დასრულებულა. მტერი იგივეა და ილიას მითვისებას ახლაც ცდილობენ.

სულ კლავენ და მაინც ვერ მოკლეს“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...