spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ,...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას” – ნინი ბადურაშვილი

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

ქალზე ხელის აღმართვა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან მძიმე ფაქტია. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია!ჩაუშალეს ადამიანს ქორწილი, შეურაცხყოფა მიაყენეს ნეფე-პატარძალს და დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს.

არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას.

თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, მაშინ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი კი არ უნდა შეფასდეს, არამედ იმ ადამიანების ქმედებებიც, რომლებმაც პროვოკაცია მოახდინეს, მათ შორის აპარატურის დაზიანებისა და ინციდენტის გამოწვევის გარემოებებიც!” – წერს ნინი ბადურაშვილი.

ინფორმაციისთვის: თელავში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში გამართული ქორწილის დროს კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აივნიდან, სავარაუდოდ რუსმა ტურისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ სტუმრებს და მათ სხვადასხვაგვარი სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში, საკითხის გასარკვევად, ქორწილის მონაწილე ავიდა, თუმცა მძიმე საუბარი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...