spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” – ლაშა ბუღაძე

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში ახალი მსჯელობის საფუძველი გააჩინა – პოლიტიკოსი ციხეში უნდა წავიდეს თუ ემიგრაციაში? აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსირა და კონკრეტული განმარტებები გააკეთა მწერალმა, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ:

გუშინ ვუსმინე ჩემს ერთ ძალიან პატივსაცემ პოლიტიკოსს, რომლის გულშემატკივარიც ვარ და ვენდობი… მესმის მისი არგუმენტებიც და მესმის იმ სამწუხარო დრამატული ჰეროიზმისაც, რომ პოლიტიკოსი არსად მიდის და ვაჟკაცურად ხვდება მორიგ რეპრესიას, და რომ ეს ერთხელაც უფრო მეტ მორალურ კაპიტალად იქცევა… ის ზვარაკია და ჩვენ კი მაყურებლები… არადა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრით, მისი და სხვა ლიდერების დაკავება კიდევ უფრო მეტად დაგვასუსტებს და აპათიაში ჩაგვაგდებს (ეს იცის რეჟიმმა), სხვას კი უფრო მეტად გაუჩნდება ესკაპიზმის სურვილი…

ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!

ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო ადვილი არაა სხვაგან წასვლა, მაგრამ თუკი ამის შესაძლებლობაა, სჯობს ადამიანმა დროებით თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას, იქიდან სცადოს დახმარება და იქნებ ამით მაინც დაიხსნას თავი ციხისგან, რაკი მისი დახსნის სხვა ძალა ახლა არ მოგვეპოვა.

ნეტა ყველა გარეთ იყოს და მეტი არ მოხვდეს ციხეში! ყველა პოლიტიკური პატიმარი!

სწორად მივიჩნევ, რომ “ლელოს” დამფუძნებელი და გიორგი გახარიაც უცხოეთში არიან და არ მივიჩნევ ამას მორალურ კომპრომისად. არაფერს შეგვმატებდა მათი ციხეში ყოფნა… ნუ ვუქმნით ჩვენც ნებით თუ უნებლიეთ ამ ადამიანებს მორალურ წნეხს, რომ შეგვეწირონ და რაკი “სხვა ვერაფერს შვრებიან”, თავი მაინც გადადონ და თავისუფლება და ჯანმრთელობა გაწირონ საჩვენოდ! ჩვენდა სამწუხაროდ, ამის დამფასებელი ახლა დიდად ბევრი არავინაა. მხოლოდ სისუსტის კალათი ივსება უფრო მეტად. თუ გაქვთ მცირედი შანსი მაინც, რომ აცდეთ ივანიშვილის მძევლობას, გამოიყენეთ ეს შანსი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კაცის სადისტური რეჟიმი განზრახ ცხელ ზაფხულს არჩევს პოლიტიკოსების დასაჭერადაც, რადგან ვიცით, რა უმძიმესი პირობებია პატიმრებისათვის გავარვარებულ საპყრობილეში (ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ახლაც აქვს).

ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!” – წერს ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...