გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით:
2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 9%-ით (450 ტონა), ხოლო ღირებულება 6%-ით (1.8 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.6 $-ია.
მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა რუსეთი (4 679 ტონა). ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯი მოცვის ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 339 ტონა შეადგინა (2.2 მლნ აშშ $), რაც 56%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მიმდინარე მარკეტინგულ წელს ევროკავშირში მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია გერმანია, ნიდერლანდები და პოლონეთი.

