spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან მიახლოებულ რაიმეს ვიძახით ან ჟესტიკულაციით ვაკეთებთ” – ზურა გირჩი ჯაფარიძე

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ინფორმაციებს ავრცელებს:

რადგან დახურულია სხდომები და მედიასაც არ უშვებენ, დავწერ ხოლმე მოკლედ…

მოწმე, ვინმე ნიკოლოზ კოპაძე, პოლიციის თანამშრომელი, ხელს გვადებს მე, ლაკას და ვაშაძეს, თითქოს დაგვინახა და გაიგონა როგორ მოვუწოდებდით ხალხს – მივაწვეთ, გავარღვიოთ, არ გავჩერდეთ, ავიღოთ პარლამენტის შენობა (ზუსტად სიტყვები არ მახსოვსო).

საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან მიახლოებულ რაიმეს ვიძახით ან ჟესტიკულაციით ვაკეთებთ.

ვინმე კოპაძე ჰყვება რომ დაინახა როგორ ჩავდიოდით ამ დანაშაულს, მაგრამ არ იცის რატომ არ დაწერა ამაზე პატაკი (5 თვის მერე მოჰყვა, პროკურატურაში როცა დაიბარეს).

იგივე კოპაძემ არ იცის რატომ არ მოითხოვა იმავე ან მეორე დღეს კამერების ჩანაწერების ამოღება (ქუჩის, სამკერდე, სხვა), სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ჩვენი ეს ქმედება.

იგივე კოპაძემ დამიდასტურა, რომ მეც წინა რიგში ვიდექი და ამიტომ გაიგონა რას ვიძახდი, მაგრამ ვერ ხსნის როგორ გადავურჩი წყლის ჭავლით გაწუწვას 28-ში (სხვა დღეებში გავიწუწე ორჯერ), როცა თვითონ მოჰყვა რომ რამდენჯერმე მოგვიშვეს ჭავლი.

არ ახსოვს რა მეცვა, ზუსტად სად ვიდექი, ვინ იდგა ჩემთან ერთად, ლაკა და/ან ვაშაძე ჩემთან ერთად იყვნენ თუ არა.

სხვა არაფერი არ ახსოვს.

თუმცა ახსოვს, რომ ვიდეოჩანაწერშიც მნახა როგორ ვაკეთებდი პარლამენტის აღების მოწოდებებს ვიდეოში, რომელიც პროკურატურაში აჩვენეს და საქმეში დევს, ოღონდ ეგეთი ვიდეო ბუნებაში არ არსებობს, არათუ საქმეში. Tricky კითხვაზე წამოეგო“, – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...