spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას...

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ცალკეულ პირებს, მთლიანად საზოგადოებას და თავის აცადმყოფობასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

“პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო.

დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს დროელებს, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს.

ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.

ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.

ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. (ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში).

ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ.

ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.

P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და ფორმულას. ეს საგანგაშო სიგნალია“, – ელენე ხოშტარია
რუსთავის ქალთა ციხე
26/06/2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...