spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ, ტრენინგები უკვე ქობულეთში, კვების ობიექტების მზარეულებს ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგებისას მზარეულებმა ფრინველის, ხორცეულის, თევზეულის დამუშავებისა და მათგან სხვადასხვა კერძების მომზადების მიმართულებით გაიარეს გადამზადება. ტრენინგის ბოლო დღე ბოსტნეულისა და მხალეულის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ბადრიჯნის, სოკოსა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობისგან რამდენიმე კერძი დაამზადეს.

მზარეულების ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგები 11 მაისს დაიწყო და ივნისის ბოლოს, ხულოსა და ხელვაჩაურის ტრენინგებით დასრულდება. მზარეულების საგაზაფხულო ტრენინგებისას რეგიონში ჯამში 70-მდე მზარეული გადამზადდება. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.

ზაფხულის სეზონის წინ, რეგიონში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში 3 თვიანი, დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის მიმართულებით ახალი გიდების გადამზადება და რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი უფასო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებსა და მიმტანებსაც. უახლოეს მომავალში კი ტრენინგები დაგეგმილია დასუფთავების სამსახურისა და სერვისის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისთვისაც.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...