ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3 და მე-5 პრეზიდენტების შეფასებას ახდენს:
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტებიდან ვინ არის გამორჩეული ყველაზე მეტი მავნებლობით ქვეყნის წინააღმდეგ?
მე ვიტყვი რომ სააკაშვილი და ზურაბიშვილი.
ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ აერთიანებთ.
გარდა იმისა, რომ ორივე თხემით ტერფამდე კოსმოპოლიტია (ჩვენებურად “უსამშობლო”) მათ აერთიანებთ უკიდეგანო ბოროტი შინაგანი ეგო, რომელიც არ ასვენებთ და რომლის დასაკმაყოფილებლადაც აკეთებდნენ და აკეთებენ იმ საძაგლობებს, რასაც აკეთებენ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ თავადაც ხედავთ შესანიშნავად. საზოგადოება და სახელმწიფო კი თმენით შესცქერის ამას… ჯერჯერობით“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

