spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ...

“ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ” – კახა კალაძე

ოპოზიციაში მიდის ბრძოლა – ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს.

გვახსოვს მანამდე რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩვენ კარგად ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება.

მე გარედან როგორც ვხედავ, ბრძოლა მიდის – ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ შორის არსებული დაპირისპირება აშკარად ჩანს, ამაზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. მათ გაერთიანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა, მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია.

რეალურად მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარე აქტორებს ემსახურებიან, გარედან დავალებებს იღებენ. როდესაც ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერანაირი თანადგომა ვერ გექნება.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, დიდი ინტერესი მათ მიმართ არ მაქვს, რადგან იმდენი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, მათი ქმედებები თუ აქციები არ მაინტერესებს. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქციისა და ზოგადად ოპოზიციის შესახებ, თბილისის მერის თქმით, ეს განცხადებაც შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი.

რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს: "არადა როგორი...

“ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით❤️ შეიძლება უფრო მეტადაც კი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

“ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველანი ერთად აღვნიშნავთ” – გიორგი...

,,ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...