spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის შვილი

მედიაჰოლდინგ “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ ქსელში განმარტებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც დედასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის საყურადღებო ინფორმაციებს:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავარღვიო სიჩუმე❗️

❗️დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით, 25 მაისს არის ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და შეიქმნას პეტიცია, სასამართლო პროცესების გახსნის და საჯაროობის მოთხოვნით❗️ ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვან სასამართლო დარბაზში❗️

პროკურატურამ, საქმეს, გრიფით საიდუმლო დაადო 🙅‍♀️ არც მას, არც ოჯახის წევრებს და ადვოკატებს არ აქვთ საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება, საქმის მიმდინარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში პირობების გამკაცრებით ემუქრებიან 56 წლის ქალს! ჟურნალისტს! მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმიანობის და შეუპოვრობის გამო!

❗️არ აქვს ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის ან მიღების უფლება.

3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია, 3 თვეა ადვოკატების სიტყვას ვენდობი, რომ მხნედაა და არაფერი უჭირს…

გახსენით სასამართლო პროცესი❗️” – აცხადებს ელისო კილაძის შვილი.

ცნობისათვის: როგორც ელისო კილაძის შვილი აღნიშნავს, მისი დედის პირადი გვერდი დაბლოკილია და საზოგადოებას სთავაზობს გამოიწერონ გვერდი Eliso Kiladze • ელისო კილაძე, სადაც დადებ, ყველა სიახლეს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ…” – ნიკა გვარამია

სომხეთში იმართება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...