საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში უწყვეტი პროტესტის, ხალხის თავდადებისა და დაუღალავი ბრძოლის დიდ წვლილს ხედავს ჟურნალისტი ვახო სანაია:
“დავსვათ მარტივი შეკითხვა – რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ 5 ჯალათს?
პასუხი ცალსახაა – არა.
ასე მოუწევს კიდევ ბევრი იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერ გადარჩება, ბოლოს სასტიკად დამარცხდება და ამ 5 ჯალათის დაჭერა ამის საუკეთესო დასტურია.
თუ მაგრად გრძნობს თავს, რატომ გამოგვიცხადა, რომ ჩემი 5 ჯალათის ციხეში ჩასმა დამჭირდაო?!
უწყვეტი პროტესტი მოუღებს ბოლოს ივანიშვილის რეჟიმს. ვერსად სხვაგან ვერ გადაწყდება საკითხი.
თავარი სიტყვა ხალხს ეკუთვნის. რუსთაველი წყვეტს, რა და როგორ იქნება ამ ქვეყანაში. არ არსებობს ლეგიტიმაციის არანაირი სხვა წყარო, რადგან სწორედ რუსთაველი გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

