spot_img
მთავარიანალიტიკა"რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული სესხის გამო.

საჭიროდ ჩავთვალეთ ჩვენც კიდევ ერთხელ დაგვეწერა ამ თემაზე, რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი“, – აღნიშნავს ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე და დეტალურ განმარტებებს აკეთებს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით:

 

ხშირად გაგვიგია ალბათ: „სესხი სწრაფად და მარტივად, შემოსავლების დადასტურების გარეშე“. ეს სიტყვები ბევრისთვის მაშველ რგოლად ჟღერს, თუმცა რეალობა ბევრად მკაცრია. ეკრანებზე ნანახი ყოველი დრამატული გამოსახლება  უმეტესწილად, სწორედ ამ „მარტივი“ სესხების შედეგია.

ვინ არის კერძო მევახშე?

ეს არის ფიზიკური პირი (ან კომპანია), რომელიც ფულს ფაქტობრივად ყოველგვარი სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე ასესხებს. მათ ნაკლებად აინტერესებთ თქვენი ხელფასი ან სხვა შემოსავალი. მთავარია გქონდეთ უძრავი ქონება, რომელსაც სესხის სანაცვლოდ ჩადებთ.

რატომ მიდის ხალხი მათთან?

სანამ მევახშეებს განვიკითხავთ, მთავარი კითხვა დავსვათ: რატომ ირჩევს ადამიანი მათ? პასუხი ხშირად ერთია – ბანკმა უარი უთხრა. ბანკის „არა“ ჩვენთან ბარიერად აღიქმება, სინამდვილეში კი ეს გამაფრთხილებელი ნიშანია. როცა კრედიტ ოფიცერი გეუბნება, რომ ამ შემოსავლით ვალს ვერ გადაიხდი, ის შენს დაცვასაც ცდილობს. ბანკის ინტერესია სესხის გაცემა, მაგრამ შემოსავლის დადასტურების გარეშე ამას ვერ და არ აკეთებს.

სწორედ ამ დროს ჩნდება „კეთილი ბიძია“ ან „დეიდა“, რომელიც გეუბნება: „არანაირი საბუთი არ მინდა, არც შემოსავლის დადასტურება, ხელშეკრულებას ხელს დღესვე მოვაწერთ“.

„ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“

2016-2018 წლებში სახელმწიფომ მევახშეობა თითქოს შეზღუდა: ფიზიკურ პირებზე სესხის დოლარში გაცემა და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა აიკრძალა. თუმცა „შავმა ბაზარმა“ გამოსავალი მალევე იპოვა.

კანონში არსებული ჩანაწერი „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ მათთვის ნამდვილ საჩუქრად იქცა.

რა ხდება რეალურად?

თქვენ სესხს კი არ იღებთ, არამედ ფორმალურად ყიდით თქვენს სახლს იმ პირობით, რომ გარკვეულ ვადაში უკან გამოისყიდით. თუ ერთი დღითაც კი გადააცილებთ გადახდას, სახლი უკვე სხვისია და სასამართლოში დავაც თითქმის შეუძლებელი – ის ხომ თქვენი ნებით „გაყიდეთ“?

იპოთეკური სესხის შემთხვევაში კი ბინა შენია. იხდი პროცენტს, თუ ვერ გადაიხდი, კრედიტორი გიჩივის. სასამართლოს სანამ არ მოიგებს, მანამდე არ დაინიშნება აუქციონი. გამოსახლებას კიდევ დამატებითი სასამართლო უნდა, ამას კი წლები სჭირდება.

 

რა შეიძლება გაკეთდეს?

პირადი პასუხისმგებლობის მხრივ – მარტივი, მაგრამ ყველაზე საჭირო რჩევა: წაიკითხეთ, რას აწერთ ხელს. თუ დოკუმენტის სათაურში წერია „ნასყიდობის ხელშეკრულება” – გაჩერდით და დაფიქრდით. იმ წამს თქვენ ვალს კი არ იღებთ, არამედ კარგავთ საკუთრებას. სიტყვიერ დაპირებას – „არაუშავს, გააგრძელე ცხოვრება, მთავარია პროცენტი მიხადე” – იურიდიული ძალა არ აქვს.

ბანკის „არა” კი ის სიგნალია, რომელიც ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ. ბანკს აქვს მონაცემები, გამოცდილება და ანალიზი. თუ ამბობს, „ვერ დაფარავ,” სავარაუდოდ ის მართალია. მევახშესთან წასვლა ამ დროს პრობლემის გადავადებაა. შემოსავლის გარეშე სესხის გადახდა გაჭირდება, რაც შეიძლება უძრავი ქონების დაკარგვად დაგიჯდეთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში, სანამ ქვეყანაში სიღარიბე არსებობს და ადამიანებს არ აქვთ სტაბილური, დადასტურებული შემოსავალი, მევახშეები იარსებებენ. ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელია. ნამდვილი გამოსავალი ეკონომიკური ზრდაა. როცა ადამიანი ბანკში წავა, სადაც კანონი იცავს მას, ან იმდენი დანაზოგი ექნება, რომ  სესხი მხოლოდ მნიშვნელოვანი შენაძენისთვის დასჭირდება.

მანამდე ჩვენი ერთადერთი იარაღი სიფრთხილე და სწორი ინფორმირებაა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კრიპტოვალუტა აღარ არის მომავლის ეგზოტიკა – ის აწმყოა” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...