spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის გავლებას ცდილობს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ერთხელაც უნგრეთის არჩევნებზე. ორბანი დამარცხდა და სამართლიანად გაგვეხარდა. უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის „ტროას ცხენი“ აღარ იქნება და უკრაინის დახმარებას აღარ დაბლოკავს.

მართალია, ორბანს ბულგარელი რუმენ რადევი ჩაანაცვლებს, მაგრამ ის, ალბათ, უფრო სლოვაკი ფიცოს მაგვარი, შედარებით სუსტი ფიგურა იქნება (თუმცა, ვნახოთ).

ამჯერად შიდა დემოკრატიის ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას – აქ მეტი სირთულეა. დისკუსიაა: გვასწავლის თუ არა რამეს მადიარის/ტისას მაგალითი?

თვალსაჩინოა რომ უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების პრეცედენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება გაბატონებულ განწყობებს ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციაში (პარტიულში თუ არაპარტიულში). ჩვენი მანტრაა, რომ არ გვინდა ოპოზიციის ერთობა ერთი ქარიზმატული ლიდერის გარშემო, იმიტომ რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ის ავტორიტარიზმის ახალ წრეზე დაგვატრიალებს. წამალი კოალიციური მთავრობაა.

უნგრეთის მაგალითი საპირისპიროს გვასწავლის კოალიციური ოპოზიცია 2022-ში იყო და დამარცხდა. ახლა პირიქით მოხდა: ერთმა კაცმა გვერდზე გაწია ყველა არსებული პარტია და საკუთარი პერსონის გარშემო შექმნა სრულიად ახალი ძალა.

ჩვენი დისკუსია – წინასაარჩევნო კოალიცია ჯობია თუ პოსტ-საარჩევნო – ამ შემთხვევაში უსაგნოა: გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო.

ამის ძირში კლასიკური კოლიზიაა ელიტასა და ხალხს შორის. ელიტას უნდა კოალიციური ხელისუფლება, როგორც პანაცეა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ (ოღონდ კოალიციის შემადგენელ პარტიებს თავად დასცინის, როგორც უმაქნისებს). ხალხს, პირიქით კოალიციური მთავრობისა არ სწამს, იმიტომ რომ ასეთი რამე არ უნახავს და არ ესმის.

ვიცი, არაკომფორტული დაკვირვებაა – შეიძლება ამიტომაც ამაზე არ ვლაპარაკობთ.

მადიარის/ტისას მხრიდან ორბანის რეჟიმის გამოცხადებული დემონტაჟი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ეს ცალკე თემაა, მაგრამ ერთი პოსტისთვის ესეც საკმარისია“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...