spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მოხდება -...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მოხდება – კახა კალაძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ტრანსპორტის გაჩერებასთან დაკავშირებით იყო ეფექტური:

სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ხაზზე და ნორმალური ცხოვრების პირობებში ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. ამ შემთხვევაში დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც, თუ ამის საჭიროება იქნება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

ზუსტად იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ქვეყნები.

საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავირიდეთ ყველაზე დიდი საფრთხე – ადამიანების სიკვდილიანობა, რაც სამწუხაროდ, განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი, ამ მიმართულებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...