ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ირონიულ მოსაზრებებს გამოთქვამს, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები, სხვა რეჟისორის მიერ “ვეფხისტყაოსანის” თეატრალური დადგმის შემთხვევაში:
რეებს ვუყურებ და რეები მესმის…😅
ვინმე არაქოცს რომ დაედგა ეგეთი ვეფხისტყაოსანი, რაც სტურუამ დადგა, გამოცხადებოდა დიფ სთეითის შეთქმულებად ერის მეობის და ტრადიციების წინააღმდეგ, ღვთის გმობად, ენა, მამული, სარწმუნოების შებღალვად, ჯვაროსნულ ბრძოლად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ;
გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი დაწერდნენ კანონს თეატრებში სუს-ის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ;
ზარქუა ბრიფინგზე შეჭმუხნიდა წარბებს და დაიქუხებდა პატრიოტულებს და ა.შ.
მაგრამ, რადგან სტურუა ქოცია გადავრჩით ამ დიდ დრამას😁
თქვენ მეისპეთ ქოცებო😛
P.S. სამსახურიდან სახლისკენ გზაში ფანტაზიებმა წამიღო და სრული სურათი წარმოვიდგინე:
გრეჩიხა გვეტყოდა, რომ არ აგვარევინებს;
წულუკიანი ჩვენი რაობის და მეობის არსის დამდგენ კომისიას შექმნიდა;
ბაჩო და გური იტყოდნენ, რომ ეს არის ტრანსცენდენტურ დეკადენსში ჩაძირული დასავლეთის ბოლო კუდის მოქნევა საქართველოში;
რამიშვილი იქვე ბოყინით დასძენდა, რომ ყველა უნდა ჩაიპიზდოს, ვინც ამ კუდის კუდია;
კიდევ იმდენი რამე წარმოვიდგინე წერა მეზარება. მოკლედ, მაგარი გადარჩენილები ვართ.))“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

