spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და...

“საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება” – კახა კალაძე

სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, – ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.

მისი თქმით, ეს ალიანსი მოჩვენებითია და ამ პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვთ.

საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ეს ერთობაც მოჩვენებითია. ჯერ ერთი, ყველა განულებული და გაუბედურებულია, არც ერთს არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ყველამ იცის – ისინი არიან მოღალატეები.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართველ ხალს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს ემსახურებიან, არამედ გარედან წამოსულ მითითებებსა და დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და არსებობს კონკრეტული მაგალითებიც ჩადენილი ამ ტიპის მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ.

შესაბამისად, არ მაინტერესებს, ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...