spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დღეს ჩემს წინაშე წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი...

“დღეს ჩემს წინაშე წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, თბილისის სასამართლოში, მოწმის სახით დაიკითხა წინა ხელისუფლების დროს ფინასთა მინისტრი და მთავრობის მეთაური, ზურაბ ნოღაიდელი. აღნიშნულის თაობაზე და მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის შესახებ, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, მძიმე შეფასებები გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა:

დღეს ჩემს წინაშე “პროკურატურის მოწმის” სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი.

თავის დროზე, მე ის გავაგდე, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კორუფცია ბოლომდე მქონდა ამოძირკვული, აღმოვაჩინე, რომ ის თურქმენეთთან ვალის გაქვითვაში ხსნიდა დიდ ფულს.

მოგვიანებით მან 20 მილიონი დოლარი ჩადო კალაძის ფირმაში, თუმცა ცხოვრებაში სახელმწიფო სამსახურის გარდა არსად უმუშავია.

დღეს მის ჩვენებაში ერთხელ არ ვუხსენებივარ და არაფერში დავუდანაშაულებივარ, თან მიუხედავად იმისა, რომ 30 ბადრაგი მერტყა გარშემო და შუშის უკან ვიყავი, საოცრად შეშინებული იყო, კანკალებდა და თვალს თვალში ვერ მისწორებდა, ოღონდ შემდეგ ხალხს შეუტრიალდა დარბაზში და აგინა.

მე ძირითადი ნაწილი ძალიან მშვიდი ტონით ვათრიე, სანამ არ აყვირდა პუტინზე დასმულ კითხვაზე. საქმე იმაში კი არაა, რომ ხელი არ ან ვერ დამადო, თავისთავად მოწმეობაზე დათანხმება იყო სამარცხვინო, მაგრამ არაფერი არის იმაზე უფრო სამარცხვინო, რაც მან ომის შემდეგ ჩაიდინა, 5-ჯერ ესტუმრა რა ქართველების სისხლში ყურებამდე გასვრილ პუტინს, შეჰფიცა ერთგულება და დაჰპირდა საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას.

ჩემი “7 ნოემბრის” საბრალდებო დასკვნა ხელმოწერილია ФСБ-ს ოფიცერ ფარცხალაძე/რომანოვის მიერ, ხოლო მოწმედ ჰყავთ პუტინის პირდაპირი აგენტი ნოღაიდელი, წრე შეიკრა.

მათთვის ვინ არაა საქმის კურსში – სინამდვილეში ეს ე.წ. საქმე სხვა არაფერია თუ არა რუსეთის შურისძიება იმისთვის, რომ 2007 წელს ვერ მოახერხა გადატრიალება, ხოლო 2008-ში ქვეყნის დაპყრობა, იმიტომ რომ მე აღმოვჩნდი მოწოდების სიმაღლეზე, ოღონდ მინდა ვკითხო ქართველებს – რამდენ ხანს აპირებთ აიტანოთ ჩემი უსამართლო ტყვეობა და ამასობაში როდემდე უნდა იარონ ნოღაიდელმა და მისმა მსგავსებმა საზოგადოებაში ისე, რომ თავმოყვარე ადამიანებმა ყოველდღიურად არ შეახსენონ მათი ღალატი. სანამ ესენი თავისუფლად დადიან და მე ტყვეობაში ვრჩები, საქმე არ დაიძვრება, ასეთია მწარე სიმართლე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...