spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის...

“ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს” – გიორგი ვაშაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ 1 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯას ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით.

ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს.

ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – ომარ ფურცელაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...