spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს...

“ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია, კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებებით, შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან დაკავშირებით:

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია.

1977 წელს მან ჩაიბარა მარგინალური ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი არ ჰქონდა. მისი მოსვლით იწყება თანდათანობითი აღმავლობა. ელიტური ახალგაზრდობა ეკლესიაში სიარულს იწყებს. ეს ეპოქის კანონზომიერება იყო, მაგრამ ახალგაზრდა პატრიარქის ქარიზმაც მნიშვნელოვან ფაქტორს შეადგენდა.

ილიას ლიდერობის პერიოდში ეკლესია თანდათან იქცა მთავარ ეროვნულ ინსტიტუტად. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს პირველ რიგში სწორედ ეროვნული ინსტიტუტი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ – რელიგიური. საეკლესიო მრევლი უმცირესობაა, თუმცა გალენიანი, მაგრამ ეკლესიის და, განსაკუთრებით, პატრიარქის ავტორიტეტი შორს სცდება მრევლის საზღვრებს.

ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკური ლიდერები და ზოგადად პოლიტიკური პროცესები საზოგადოებას ყოფდნენ და მის გაწბილებას იწვევდნენ, პოლიტიკა კონფლიქტთან და , ხშირად, ჩაგვრასთან იყო ასოცირებული. ეკლესია კი სიმბოლური ერთიანობის ადგილად იქცა, ხოლო პატრიარქი – ერის სიმბოლურ ლიდერად.
მას დაახლებით ის ფუნქცია ჰქონდა, რაც მონარქს კონსტიტუციურ მონარქიებში: მის შეგონებებს დიდად არ უსმენდნენ, მაგრამ მის ავტორიტეტს აღიარებდნენ.

ილია II 1990-იან წლებში ან თუნდაც ნაციონალების მმართველობის პირველ წლებში რომ გარდაცვლილიყო, ბევრი არავინ იტყოდა (ან ვერ გაბედავდა ეთქვა), რომ იგი „წინააღდეგობრივი ფიგურაა“. მისი საჯარო კრიტიკა ტაბუ იყო, ძალიან იშვიათი გამონაკლისებით. ამ მხრივ, ბოლო ოც წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა.

ეკლესიამ თავისი ავტორიტეტის და გავლენის პიკს 1990-იანებში და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის მამრთველობის პერიოდში მიაღწია. იმიტომ არა, რომ სააკაშვილმა მას დაფინანსება მკვეთრად გაუზარდა – ეს მეორეხარისხოვანი დეტალია. ეკლესია აღიქმებოდა საკმაოდ ძლიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისი რაღაც ხარისხით გამაწონასწორებელ ძალად. ის ერთადერთი სოციალური ძალა იყო, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს უწევდა.

ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ეკლესიის ავტორიტეტმა ნელ-ნელა, მაგრამ დაკნინება დაიწყო. მის კრიტიკაზე ტაბუ მოიხსნა. შიდა სკანდალები და დაპირისპირებები გარეთ გამოვიდა. პირადად პატრიარქს ეკლესიაზე მაღალი ავტორიტეტი დარჩა, მაგრამ მისი კრიტიკაც აღარავის უკვირდა.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეკლესია ხელისუფლების უმცროსი პარტნიორი გახდა. საზოგადოება მას ვეღარ ხედავს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მორალურ ძალად. ყველგან, სადაც ეს ხდება, ეკლესიის ავტორიტეტი ეცემა.

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...