spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც...

“მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც ალბათ უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება💔” – გიგი უგულავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა:

,,გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ბევრ ქართველს არც საკუთარი თავი და არც ქვეყანა მის გარეშე არ უნახავს, არ ახსოვს. ამ გაგებით ის არა ისტორიული, არამედ პრეისტორიული, მითოსური, ფიგურაა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლაც დაუსრულებელი გზის გაგრძელებას უფრო ჰგავს.

მას ძალიან უყვარდა ძველი ბიზანტიური ხატის აღწერა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, წვეულებაზე, სადაც თამადობა მომიწია, მან მეუფეების გასაგონად თქვა – გახსოვდეთ, რომ სამოთხისა და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ორივე გზაზე რიგს წინ ჩვენ, სასულიერო პირები, მივუძღვით. ეს სიტყვები მან ღიმილით დაასრულა. ღიმილი კი მას ნამდვილად საოცარი ჰქონდა.

დღეს, საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. მან 50 წელი ზიდა ეს ჯვარი. კიდევ მრავალი წელი იქნება დავა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, მეც მათ შორის ვიქნები ალბათ, რადგან მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია – ბოლო თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ეხებოდა. ვერ შევთანხმდით. ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა.

დღეს, როცა უწმინდესი აღარაა, ჩვენი მზერა იმ 39 მღვდელთმთავრისკენ უნდა მივმართოთ, ვინც მომავალი პარტიარქი უნდა აირჩიოს. ჩვენ რაც არ უნდა ვიდაოთ, უწმინდესის მემკვიდრეობის მთავარი ნიშანსვეტი მომავალი პატრიარქი იქნება. იქნება ის თავისუფალი რუსული გავლენისგან? იქნება ის თავისუფალი ხელისუფალთა გავლენისგან? შეძლებს ის ეკლესიის კარის გაღებას დამაშვრალთა და გლახაკთათვის? ილია მეორემ ბევრი რამ შეძლო, ბევრიც თქვენ დაგიტოვათ მოსაგვარებლად. ხართ თქვენ მზად მოიხმოთ გული გონიერი და იესოს სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება, რომლის შედეგები გადაწვდება ჩვენს შვილებს და შვილისშვილებს?! აღდგომა და ხვალეო!

მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც ალბათ უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება💔”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...