spot_img
მთავარიევროკავშირი"დღეს ქართველების ევროპელობას "მაშასადამე" აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის...

“დღეს ქართველების ევროპელობას “მაშასადამე” აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა” – შალვა პაპუაშვილი

ევროპა ჩვენთვის არის არა გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ქართველების ხელითაც არის შექმნილი. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპული ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ქართველებისთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. თუმცა, დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ქართველებს მიგვიძღვის წილი.

ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა. ამიტომ ვერც ბრიუსელისგან და ვერც ევროკავშირის სხვა დედაქალაქისგან ვერ მივიღებთ მენტორულ ტონს, როცა საუბარია ევროპულ ღირებულებებზე – იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვაშიც საქართველო ხშირად მარტო იდგა ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთებში.

ლოზუნგი „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ თავისი დროის პირმშო იყო, როდესაც „რკინის ფარდის“ წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ, ამ ორი ცნების დასაკავშირებლად, „მაშასადამე“ თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა. ყველა, ვინც საქართველოს ევროპელობას დანამატებში და არა თავად საქართველოში ხედავს, საკუთარ სახელმწიფოს აკნინებს და სხვას უქვემდებარებს.

ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ. მისი ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ჩვენთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. ისინი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის ორგანული ნაწილია. მაგრამ დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ჩვენც მიგვიძღვის წილი.

ევროპა ნიშნავს, ეძებდე მშვიდობასა და განვითარებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, თანამშრომლობას, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემას, და არა იერარქიასა და დაქვემდებარებას. ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთი დამოკიდებულება უსამართლო, უღირსი და, მაშასადამე, არაევროპულია’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...