spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ამ ბრალდებებით ივანიშვილი ცდილობდა შიშის გაღვივებას, საპასუხოდ მიიღო...

“ამ ბრალდებებით ივანიშვილი ცდილობდა შიშის გაღვივებას, საპასუხოდ მიიღო შეუპოვრობა და დაცინვა” – მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილი 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის მძიმე შეფასებებს ახდენს:

გუშინწინდელი “სასამართლო პროცესი” “საბოტაჟის საქმეზე” ისეთი მაგარი კომედიური შოუ იყო, რომ საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ დაიჯერო.

მთელი დარბაზი “სასამართლოს” თითქმის მთელი დრო ხმამაღლა იცინოდა.

სიტუაცია ბოლომდე აირია მას შემდეგ რაც ულტრა ქოცმა ქალმა “მოსამართლემ”, რომელიც ორი წლის წინ ნ. გვარამიას 12 წლამდე პატიმრობას ითხოვდა, შვილების სამსახურეობრივი მანქანით ტარების გამო, აკანკალებული გამკივანი ხმით მე მომმართა “ბატონო მიხეილ, გთხოვთ გამიმეოროთ თქვენი სახელი“.

მე ვუპასუხე “მიხეილ ზვიგენთა რისხვა” (მე ხომ ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღების სურვილის გამო უსასრულოდ მიგრძელებენ ციხის ვადას).

ამაზე გია ბარამიძემ ხმამაღლა იყვირა, რომ სასამართლო კი არა სრული ცირკია. მას მანდატურები ეცნენ, შემდეგ ხალხი კიდევ მეტად ახმაურდა და “მოსამართლემ” პროცესი “დახურულად” გამოაცხადა, ე.ი. მას ვეღარ დაესწრება ვერავინ, მათ შორის, უცხოელები და მედია. ე.ი. ჩვენი საჯარო გამონათქვამების გამო გაგვასამართლებენ არასაჯაროდ, სრულიად საიდუმლოდ.

ამ ბრალდებებით ივანიშვილი ცდილობდა შიშის გაღვივებას, საპასუხოდ მიიღო შეუპოვრობა და დაცინვა.

და კიდევ ერთი იმდენად კატასტროფული “მოსამართლე” იპოვეს, რომ აშკარაა ამ მონურ მოსამართლეთა კორპუსში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ თვეს კონვერტით უხდის ფულს, აშკარად გაუჭირდათ “ზვიგენის” საქმეებზე ხელის მომწერის პოვნა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...