spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ...

კახა კალაძე: “ნამახვანჰესის” მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია”

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარიზის სააპელაციოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულების შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.

ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში.

საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ, ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.

ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...