ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალის კონცენტრაციაზე, კონკრეტულ ვარაუდზე აკეთებს მინიშნებას აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი:
“გადაივსო ახლო აღმოსავლეთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით (და არამარტო).
ამავე დროს გზაშია ამერიკული ავიამზიდი და მისი თანმხლები სამხედრო გემების დაჯგუფება.
1-2 კვირა კიდევ დასჭირდება ამ ძალის საბოლოოდ ერთად თავმოყრას.
ამხელა ძალის ერთად თავმოყრა კი მხოლოდ შესაშინებლად არ ხდება.
ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

