საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დარწმუნებით განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება და სწრაფად განვითარდება:
“ძალიან მარტივია: ჩვენ უნდა ვერთიანდებოდეთ არა მარტო სასამართლო დარბაზში, ამ შუშის უკან, არამედ ჩვენს მოედნებზე, ჩვენს ქუჩებზე, ჩვენს აუდიტორიებში, ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებში, ჩვენს იდეებში, ისედაც პრაქტიკულად ერთიანები ვართ.
ჯერ ქვეყანა და შემდეგ საკუთარი თავი და რომელიმე პარტია. ჯერ ქვეყანა და შემდეგ პირადი ამბიციები. ჯერ ქვეყანა და მისი გადარჩენა და შემდეგ ყველანაირი დანარჩენი ძველი წყენები თუ ახალი გაჩენილი პატარ-პატარა წვრილმანი კინკლაობა.
ჩვენ გვთავაზობენ ავირჩიოთ თავისუფლებას, მონობასა და სირცხვილს შორის და აქ არჩევანი გასაგებია, საქართველო აუცილებლად გადარჩება რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავარღვევთ და დავადგებით ქვეყნის სწრაფი განვითარების გზას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

