spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ერთმა ქალმა იმდენი ადამიანისთვის აღადგინა სამართლიანობა, მისი...

“ამ ერთმა ქალმა იმდენი ადამიანისთვის აღადგინა სამართლიანობა, მისი ვალიდან ვერასდროს ამოვალთ” – იაკობ ჯანგავაძე

სამოქალაქო აქტივისტი იაკობ ჯანგავაძე კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას და ემოციურ შეფასებებს აკეთებს შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მიერ სამართლიანობისათვის პრინციპულ, შეუპოვარ ბრძოლასთან დაკავშირებით:

ამ ერთმა ქალმა იმდენი ადამიანისთვის აღადგინა სამართლიანობა, იმდენი ახალგაზრდა გადაარჩინა ძალადობისგან და იმხელა საქმე გაუკეთა სრულიად დაუცველ ბავშვებს, ვერასდროს მისი ვალიდან ვერ ამოვალთ.

ვინც წერდით, ამდენი ხმაური რა საჭიროა, ხომ დააკავეს მკვლელებიო, ყოფილა საჭირო ხმაური და ყვირილი?

შვილის საფლავთან იჯდა დედა და იქედან ითხოვდა სამართალს.

აღმოჩნდა რომ ათობით ნაწამები ახალგაზრდისთვის ითხოვდა სამართალს.
თქვენი შვილებისთვისაც ითხოვდა სამართალს!

განა რამდენი ეკა კუპატაძე ჰყავს ამ ქვეყანას მაგრამ სადამდეც გვეყოლება იქამდე გავიტანთ თავს.

მადლობა ასეთი ბრძოლისთვის!
მადლობა ასეთი დედობისთვის!“, – წერს იაკობ ჯანგავაძე სოციალურ ქსელში და ამასთან, ბრალდებული არასრულწლოვნების მშობლებს, კონკრეტულ ფაქტს შეახსენებს.

გიგა ავალიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების მშობლების პირველი კომენტარები ვნახე და, „ერთი წლის წინანდელი ვიდეოა“, “საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო“, “აბსურდია“, „შურისძიებაა პროკურატურის მხრიდან“.

არცერთი სიტყვა ამდენ მსხვერპლზე, არცერთი სიტყვა თავიანთ პასუხისმგებლობაზე, არცერთი სიტყვა იმაზე თუ რამდენი ბავშვის ცხოვრება გააუბედურეს მათმა შვილებმა,
არცერთი ბოდიში ან არანაირი თანაგრძნობა.

ამაზე ეს კადრი გამახსენდა, მკვლელის მთელი საგვარეულო იდგა მუხლებზე ყაზბეგში, რადგან გვარის შერცხვენა ყველას ერთნაირად ეხება.

ეს ხალხი დანაშაულის მონანიებას კი არ სცდილობდა, მათი სინდისის ნაწილი იყო ეს ქცევა.

აქეთ ჭირისუფალი კარში დგას. ჩუმადაა. უყურებს ამ ხალხს. და შემდეგ ნელა, უხმოდ, ხელით ანიშნებდა, “წამოდექით”.

ეს მოხდა იქ, მთაში, სადაც კანონზე ადრე სიტყვა არსებობდა.

ესაა ჩვენი იდენტობა, სადაც პატიებას კი არ ითხოვ, ადამიანად დარჩენას სცდილობ.

ამ ქვეყანას თუ გადარჩენა უწერია, სწორედ ამის გამო. სწორედ იმ კულტურის გამო, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ადამიანი მუხლებზე დააყენოს, და მერე წამოაყენოს.

ვიღაცამ დამიწერა ამასწინათ, “საუბარი მარტივია, შენი შვილი რომ იყოს მათ ადგილას საბრალდებო სკამზე შენ რითი დაიწყებდი”-ო…

ჰოდა, ბოდიშით დავიწყებდი. ბოდიშით!” – წერს იაკობ ჯანგავაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...