spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური...

“კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ნიკოლეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს:

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს.

როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. ეს პროცესი აძლიერებს პოლარიზაციას, ზრდის საზოგადოებრივ დაპირისპირებას და ქვეყანას სამოქალაქო კონფლიქტის რეალური რისკისკენ მიჰყავს.

სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

სწორედ ამიტომ აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდებას სისხლის სამართლებრივად დასჯადად გახდის და მკაფიოდ დააწესებს წითელ ხაზს დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...