spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2012 წელს მე თანამდებობისთვის კი არ ვიბრძოდი, არამედ...

“2012 წელს მე თანამდებობისთვის კი არ ვიბრძოდი, არამედ ჩემი კურსის გაგრძელებისთვის და ახლა მინდა ვკითხო მათ ვინც კიდევ ყოყმანობს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული შეკითხვები მისი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსის გაგრძელებასთან დაკავშირებით:

2012 წელს მე თანამდებობისთვის კი არ ვიბრძოდი (არ ვაპირებდი არსად დარჩენას), არამედ ჩემი კურსის გაგრძელებისთვის და ახლა მინდა ვკითხო მათ ვინც კიდევ ყოყმანობს.

იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 ათასი ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა გასულების თუნდაც ნაწილი მაინც უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

იარსებებდა თუ არა ახალგაზრდებისთვის მეტად შესაძლებლობები ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

იქნებოდა თუ არა საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

იქნებოდა თუ არა ლაზიკა უკვე აშენებული ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

დაბრუნდებოდა თუ არა საქართველოში კორუფცია და კრიმინალი ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

დაუბრუნდებოდა თუ არა ხალხს ყველა მოპარული თეთრი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

იქნებოდა თუ არა საქართველოში თითქმის 800 ათასი სოციალურად დაუცველი როგორც ახლა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად უფრო მაგარი ქვეყანა საცხოვრებლად ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

აი ამ კითხვებზე პასუხი არის ჭეშმარიტება. ყველაფერი დანარჩენი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ ქოცური ნარატივის გამეორება, ან ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...